top of page

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ძალაში შესვლის თარიღი: 25 ივნისი, 2023

Aspecture Global_ი სერიოზულად ეკიდება თქვენს კონფიდენციალურობას და ერთგულია თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართ. ამ მიზნით შემუშავებულია კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელიც განმარტავს, როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვამჟღავნებთ პერსონალურ მონაცემებს.

​

პოლიტიკა აღწერს შეგროვებული მონაცემების ტიპებს, მათი გამოყენების მიზნებს და თქვენს უფლებებს — მათ შორის მონაცემებზე წვდომის, განახლებისა და კონტროლის შესაძლებლობას. ასევე განმარტებულია, როგორ ვინახავთ და ვიცავთ თქვენს ინფორმაციას და როგორ უზრუნველვყოფთ თქვენი კონფიდენციალურობის დაცვას.

ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ

​Aspecture Global_ი საქმიანობის ფარგლებში აგროვებს კლიენტების პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის სახელს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ელფოსტას და სხვა საჭირო ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია სერვისების გასაწევად. ასევე ვაგროვებთ მონაცემებს მოთხოვნილი მომსახურებების შესახებ.

​

შესაძლოა შეგროვდეს არაპერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა დემოგრაფიული მონაცემები, IP მისამართი და ტექნიკური დეტალები, აგრეთვე ვებგვერდის გამოყენების შესახებ ინფორმაცია (მაგ., ძიებები და ნახვები).

​

ეს მონაცემები გამოიყენება სერვისების გაუმჯობესებისა და მომხმარებლის გამოცდილების ოპტიმიზაციისთვის. პერსონალური ინფორმაცია მესამე პირებს არ გადაეცემა თქვენი თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ინფორმაციის გამოყენება

​Aspecture Glabal_ი იყენებს პერსონალურ მონაცემებს თქვენი მოთხოვნების დამუშავებისთვის, ღონისძიებებში მონაწილეობის რეგისტრაციისთვის, კონტენტის პერსონალიზაციისთვის, სერვისების გაუმჯობესებისთვის, საინფორმაციო მასალების გაგზავნისთვის, ვაკანსიებზე კანდიდატების შეფასებისა და ვებგვერდის მუშაობის ანალიზისთვის.

​

ზოგ შემთხვევაში, მონაცემების დამუშავება აუცილებელია ვებგვერდის ფუნქციონირებისა და კლიენტებისთვის კონკრეტული სერვისების მიწოდებისთვის. მონაცემები შეიძლება გაანალიზდეს თქვენთვის შესაბამისი კონტენტისა და შეთავაზებების უზრუნველსაყოფად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შევინახოთ საკონტაქტო მიზნებისთვის.

​

საიტზე გამოიყენება ქუქი-ფაილები და სხვა ანალიტიკური ტექნოლოგიები ტენდენციების ანალიზისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. ჩვენ არ ვაკონტროლებთ თქვენს აქტივობას მესამე მხარის ვებგვერდებზე პერსონალური მონაცემების შეგროვების გზით.

პერსონალური მონაცემების გამჟღავნება

​შესაძლოა აგროვებდეს და ამუშავებდეს პერსონალურ მონაცემებს გლობალური ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში, მათ შორის კლიენტებთან თანამშრომლობისა და ვებგვერდის გამოყენებისას. საჭიროების შემთხვევაში, მონაცემები შეიძლება გადაეცეს:

  • შვილობილ და აფილირებულ კომპანიებს;

  • მრჩევლებსა და კონსულტანტებს;

  • ბიზნეს პარტნიორებს;

  • სამართალდამცავ ორგანოებს — კანონით დაკისრებული ვალდებულებების ან სასამართლო გადაწყვეტილების შესასრულებლად;

  • უკანონო ქმედებების პრევენციის, გამოძიების, ფიზიკური ზიანის ან ფინანსური ზარალის თავიდან აცილების მიზნით;

  • პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად;

  • კომპანიის ქონების, სერვისებისა და იურიდიული უფლებების დასაცავად;

  • თაღლითობის პრევენციისთვის;

  • აუდიტის, შესაბამისობისა და კორპორაციული მართვის ფუნქციების მხარდასაჭერად;

  • მესამე მხარის სერვის-პროვაიდერებს (მაგ., IT მომსახურება, საიტის უსაფრთხოება, მარკეტინგი და ელფოსტის დისტრიბუცია).

მონაცემთა გადაცემა განხორციელდება მხოლოდ კანონიერ საფუძველზე და შესაბამისი დაცვის მექანიზმების უზრუნველყოფით. პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა ექნებათ მხოლოდ უფლებამოსილ პირებსა და კონტრაქტორებს, რომლებიც ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობის მოთხოვნები, ხოლო მონაცემთა დამუშავება განხორციელდება მოქმედი მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად.

უსაფრთხოების პროცესები

​უზრუნველყოფს კლიენტების პერსონალური მონაცემების დაცვას შესაბამისი ტექნოლოგიური და ოპერაციული უსაფრთხოების ზომებით. ვიყენებთ firewall-ებს, უსაფრთხო წვდომის სისტემებსა და შიფრაციას მონაცემთა დაკარგვის, არასწორი გამოყენების ან დაზიანების თავიდან ასაცილებლად.

​

მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს საჭიროების პრინციპის საფუძველზე, ხოლო უსაფრთხოების პრაქტიკები რეგულარულად განახლდება და გაუმჯობესდება.

მესამე მხარის ვებგვერდების ბმულები

​შეიძლება მოგაწოდოთ მესამე მხარის ვებგვერდების ან რესურსების ბმულები მხოლოდ თქვენი კომფორტისთვის. ასეთი ბმულები არ წარმოადგენს ამ ვებგვერდების შინაარსის მხარდაჭერას ან დამტკიცებას.

​

კომპანია არ არის პასუხისმგებელი დაკავშირებული ვებგვერდების შინაარსზე ან მასალების სიზუსტეზე. მესამე მხარის საიტებზე გადასვლა ხდება თქვენი საკუთარი პასუხისმგებლობით. არ აკონტროლებს ამ რესურსებს და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ შესაძლო ზარალზე ან დანაკარგზე.

 

თქვენი პასუხისმგებლობაა დარწმუნდეთ, რომ გამოყენებული მასალა თავისუფალია ვირუსებისა და სხვა მავნე ელემენტებისგან. რეკომენდებულია, რომ ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებამდე გაეცნოთ შესაბამისი ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

მონაცემთა შენახვა (Data Retention)

​ინახავს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია მათი შეგროვების მიზნების შესასრულებლად. საჭიროების შემთხვევაში, მონაცემები შეიძლება შენახულ იქნას უფრო ხანგრძლივად სამართლებრივი, ანალიტიკური ან შესაბამისობის მიზნებისთვის.

​

როდესაც მონაცემები აღარ არის საჭირო, ჩვენ ვიღებთ გონივრულ ზომებს მათი უსაფრთხოდ წასაშლელად ან დეიდენტიფიცირებისთვის. თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, შევეცდებით თქვენი მონაცემების სრულად წაშლას.

თქვენი უფლებები

​უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

თქვენ გაქვთ უფლება:

  • მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა ჩვენი ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესების საფუძველზე;

  • გააპროტესტოთ მონაცემების გამოყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის;

  • მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, ვინახავთ თუ არა თქვენს მონაცემებს და მოითხოვოთ მათი ასლი;

  • მოითხოვოთ არაზუსტი მონაცემების გასწორება ან გარკვეულ შემთხვევებში მათი წაშლა;

  • შეიტანოთ საჩივარი შესაბამის ზედამხედველ ორგანოში, თუ მიიჩნევთ, რომ დარღვეულია მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა;

  • მიიღოთ თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემების ელექტრონული ასლი სტანდარტულ, მანქანით წაკითხვად ფორმატში და გადასცეთ იგი სხვა მონაცემთა დამმუშავებელს.

თქვენი კონფიდენციალურობის დასაცავად, მონაცემებზე წვდომის მინიჭებამდე შეიძლება განხორციელდეს იდენტიფიკაციის გადამოწმება. ჩვენ გონივრულ ვადაში განვიხილავთ და ვუპასუხებთ თქვენს მოთხოვნებს.

​

უფლებების განხორციელებისთვის დაგვიკავშირდით: info@aspectureglobal.com.

გამოწერის გაუქმება 

​პატივს სცემს თქვენს კონფიდენციალურობას და გაძლევთ შესაძლებლობას გააუქმოთ ელფოსტით კომუნიკაცია.

​

თუ დარეგისტრირებული ხართ ჩვენს ბიულეტენზე, შეტყობინებებზე, გამოკითხვებსა თუ ღონისძიებებზე და აღარ გსურთ მომავალში ელფოსტის მიღება, გთხოვთ გამოიყენოთ თითოეული წერილის ბოლოში არსებული „Unsubscribe“ ბმული.

​

თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია წაიშლება მიმღებთა სიიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით: info@aspectureglobal.com.

ბავშვები 

​აღიარებს ბავშვების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობას და მოქმედებს შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით.

​

ჩვენი ვებგვერდი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის პირებისთვის და არ არის მიზანმიმართულად მიმართული მათზე. კომპანია შეგნებულად არ აგროვებს პერსონალურ იდენტიფიცირებად ინფორმაციას 18 წლამდე ასაკის ბავშვებისგან.

 

ვურჩევთ მშობლებსა და მეურვეებს აქტიურად იყვნენ ჩართულნი ბავშვების ონლაინ აქტივობებში. პოლიტიკასა და პრაქტიკებთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.

კონტაქტი 

 

დამატებითი კითხვების ან რაიმე საკითხის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 

​

12th floor, Diamond Flower Building

48 Le Van Luong Street

Thanh Xuân District

Hanoi, Vietnam

დაგვიკავშირდით

Aspecture Global

გაიგეთ ჩვენი უახლესი სიახლეები

გმადლობთ გამოწერისთვის!

© 2026 Aspecture Global. ყველა უფლება დაცულია.

გამოგვიწერეთ
  • LinkedIn

კონფიდენციალურობა

გამოყენების პირობები

bottom of page