ASPECTURE GLOBAL
გამოყენების პირობები
Aspecture Global უზრუნველყოფს საკუთარ ვებგვერდებსა და აპლიკაციებზე განთავსებულ კონტენტს, რომლებიც შეიცავს ბმულს წინამდებარე გამოყენების პირობებზე („საიტი“), ქვემოთ მოცემული წესებისა და პირობების („პირობები“) შესაბამისად. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, წინასწარი შეტყობინების გარეშე პერიოდულად განვაახლოთ ან შევცვალოთ პირობები, ამიტომ გთხოვთ, რეგულარულად გადაამოწმოთ აღნიშნული გვერდი. საიტის გამოყენების გაგრძელება ასეთი ცვლილებების შემდეგ ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით განახლებულ პირობებს.
საიტის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით და დაემორჩილებით აღნიშნულ პირობებს.
საავტორო უფლებები და საიტის კონტენტის გამოყენება
Aspecture Global აღიარებს ორიგინალური კონტენტის დაცვის მნიშვნელობას და მტკიცედ არის ერთგული საავტორო უფლებების დაცვის მიმართ. ჩვენს საიტზე განთავსებული ყველა კონტენტი და ფუნქციონალი, მათ შორის ტექსტები, გრაფიკა, ვიდეომასალა, შერჩევა და განლაგება, კონცეფციები, ნოუ-ჰაუ, ინსტრუმენტები, ჩარჩოები (frameworks), პროგრამული უზრუნველყოფა, აპლიკაციები, ტექნოლოგიები, ალგორითმები, მოდელები, პროცესები და ინდუსტრიული ხედვები წარმოადგენს Aspecture Global-ის ექსკლუზიურ საკუთრებას და დაცულია მოქმედი საავტორო უფლებების კანონმდებლობით.
საიტის კონტენტის ნებისმიერი უნებართვო რეპროდუქცია ან გამოყენება მკაცრად აკრძალულია და შესაძლოა გამოიწვიოს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ ყველა შესაბამისი ზომა ჩვენი უფლებების დასაცავად. საიტის კონტენტის გამოყენებასთან დაკავშირებით შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
ჩვენ გაძლევთ შეზღუდულ, არაექსკლუზიურ, არაგადაცემად და გაუქმებად ლიცენზიას, წინამდებარე პირობების მოქმედების ვადით, საიტის კონტენტზე წვდომის, მისი ჩამოტვირთვის, ჩვენებისა და ერთ ეგზემპლარად ამობეჭდვისთვის ერთ კომპიუტერზე მხოლოდ შიდა, ბიზნეს გამოყენების მიზნით, იმ პირობით, რომ არ შეცვლით კონტენტს და არ გამოიყენებთ მას კომერციული მიზნებისთვის.
სხვა ნებისმიერი გამოყენება დაუშვებელია. თქვენ არ გაქვთ უფლება საიტის კონტენტის რეპროდუქციის, გავრცელების, საჯაროდ ჩვენების, მოდიფიცირების ან მის საფუძველზე წარმოებული ნამუშევრების შექმნის. ნებისმიერი უნებართვო გამოყენება ავტომატურად წყვეტს ჩვენ მიერ გაცემულ ნებართვას ან ლიცენზიას.
ჩვენ ვინარჩუნებთ ყველა უფლებას, ტიტულსა და ინტერესს საიტის კონტენტთან დაკავშირებით.
სავაჭრო ნიშნები
Aspecture Global-ის სავაჭრო ნიშნები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთ პროდუქტთან ან მომსახურებასთან კავშირში, რომელიც არ ეკუთვნის Aspecture Global-ს, არც ისეთი ფორმით, რომელიც შეიძლება მომხმარებელთა დაბნეულობას იწვევდეს ან კომპანიის რეპუტაციას აზიანებდეს.
საიტზე მითითებული ყველა სხვა სავაჭრო ნიშანი, რომელიც არ ეკუთვნის Aspecture Global-ს ან მის შვილობილ კომპანიებს, წარმოადგენს მათი შესაბამისი მფლობელების საკუთრებას, რომლებიც შესაძლოა იყვნენ ან არ იყვნენ დაკავშირებული, აფილირებული ან სპონსორირებული Aspecture Global-ის მიერ.
ჩვენი კომპანიის სავაჭრო ნიშნების გამოყენება დაუშვებელია ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. სავაჭრო ნიშნების რეპროდუქცია, დუბლირება, გავრცელება, გამოქვეყნება, ცვლილება, კოპირება ან გადაცემა მკაცრად აკრძალულია.
სავაჭრო ნიშნების ნებისმიერი უნებართვო გამოყენება შესაძლოა არღვევდეს სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობას, მათ შორის სავაჭრო ნიშნების შესახებ კანონებს, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და საჯაროობის შესახებ კანონებს, აგრეთვე კომუნიკაციების მარეგულირებელ ნორმებსა და აქტებს.
აკრძალული ქცევა
თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ მკაცრად აკრძალულია ისეთი შინაარსის განთავსება, გადაცემა ან სხვაგვარად გავრცელება, რომელიც:
(i) არის უკანონო, მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური, დამამცირებელი, უხამსი, პორნოგრაფიული, შემაწუხებელი ან წაახალისებს ქმედებას, რომელიც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, იწვევს სამოქალაქო პასუხისმგებლობას ან სხვაგვარად არღვევს მოქმედ კანონმდებლობას;
(ii) არღვევს ან ზღუდავს მესამე პირის ინტელექტუალურ საკუთრებას ან სხვა უფლებებს, მათ შორის სავაჭრო ნიშანს, საავტორო უფლებას, პატენტს, კომერციულ საიდუმლოს ან სხვა საკუთრების უფლებას;
(iii) შეიცავს ვირუსებს, ტროიანებს ან სხვა სახის კომპიუტერულ კოდს, ფაილებს ან პროგრამებს, რომლებიც შექმნილია ან გამიზნულია პროგრამული ან აპარატურული უზრუნველყოფის ფუნქციონირების შეფერხების, დაზიანების ან შეზღუდვისთვის, ან მესამე პირის მონაცემებზე ან სხვა ინფორმაციაზე არაუფლებამოსილი წვდომის მისაღებად;
(iv) არის მცდარი, შეცდომაში შემყვანი ან მატყუარა.
გარდა ამისა, თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ მკაცრად აკრძალულია სერვისების გამოყენება ნებისმიერი კომერციული მიზნისთვის, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ფულის, საქონლის, მომსახურების ან სხვა სახის ფინანსური ოპერაციის მოთხოვნის ან განხორციელების მიზნით.
კონტენტის მართვა
იტოვებს უფლებას, საკუთარი სისტემებიდან ამოიღოს ნებისმიერი დარღვევის შემცველი ან არაუფლებამოსილი ინფორმაცია და განიხილოს სავარაუდო დარღვევების შესახებ შეტყობინებები.
საავტორო უფლებების სავარაუდო დარღვევის შესახებ შეტყობინება უნდა გაიგზავნოს ელფოსტაზე: info@aspectureglobal.com და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
-
იმ პირის ფიზიკური ან ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც უფლებამოსილია იმოქმედოს ექსკლუზიური უფლების მფლობელის სახელით;
-
იმ საავტორო ნამუშევრის იდენტიფიკაცია, რომლის დარღვევაც სავარაუდოდ მოხდა;
-
მასალის აღწერა, რომელიც სავარაუდოდ არღვევს უფლებას ან წარმოადგენს დარღვევის საგანს;
-
მასალის განთავსების კონკრეტული URL მისამართი;
-
განცხადება კეთილსინდისიერი რწმენის შესახებ, რომ მასალის გამოყენება არ არის ნებართვებული საავტორო უფლების მფლობელის, მისი წარმომადგენლის ან კანონით.
საავტორო უფლებებით დაცული მასალის არაუფლებამოსილი გამოყენება -ის სისტემებში დაუშვებელია. კომპანია განიხილავს ყველა შეტყობინებას, რომელიც შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, და მიიღებს შესაბამის ზომებს დარღვევის დადასტურების შემთხვევაში.
შეზღუდვა, შეჩერება და შეწყვეტა
იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეზღუდოს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს თქვენი წვდომა ვებგვერდზე, თუ თქვენ დაარღვევთ ამ შეთანხმების რომელიმე პირობას. ანგარიშის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გეკრძალებათ ვებგვერდზე წვდომა, თქვენი ანგარიშის დეტალების ან ანგარიშში არსებული ნებისმიერი ფაილისა თუ სხვა კონტენტის გამოყენება.
კომპანია ასევე იტოვებს უფლებას, წინასწარი შეტყობინებისა და პასუხისმგებლობის გარეშე, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ნებისმიერი ანგარიში და არ იყოს ვალდებული დააბრუნოს გადახდილი თანხის რაიმე ნაწილი რომელიმე პროდუქტის ან მომსახურებისთვის.
გარდა ამისა, უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, შეტყობინებით ან მის გარეშე, შეცვალოს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს სერვისები ან მათი ნებისმიერი ნაწილი, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე თქვენს მიმართ.
ნებისმიერი საეჭვო თაღლითური, ბოროტად გამოყენებითი ან უკანონო ქმედება შეიძლება გახდეს ვებგვერდის გამოყენების შეწყვეტის საფუძველი და გადაეცეს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს. კომპანია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, მიიღოს ნებისმიერი სხვა შესაბამისი ზომა, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, თქვენი წვდომის შეჩერება ან შეწყვეტა.
შეზღუდული პასუხისმგებლობა (Disclaimer)
ვებგვერდზე განთავსებულ კონტენტსა და ფუნქციონალს აწვდის პრინციპით “როგორც არის” (AS IS), ყოველგვარი პირდაპირი ან ნაგულისხმევი გარანტიის გარეშე. კომპანია უარს აცხადებს ყველა სახის გარანტიაზე, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ნაგულისხმევ გარანტიებზე საქონლის ვარგისიანობის, კონკრეტული მიზნისთვის შესაბამისობის, საკუთრების უფლებისა და არადარღვევის შესახებ.
არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდის ფუნქციები იქნება შეუფერხებელი ან უშეცდომო, რომ ხარვეზები გამოსწორდება, ან რომ ვებგვერდი და სერვერი, რომელიც უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას, თავისუფალია ვირუსებისა და სხვა მავნე კომპონენტებისგან. კომპანია ასევე არ იძლევა გარანტიას და არ აკეთებს რაიმე სახის განცხადებას ვებგვერდის კონტენტის ან ფუნქციონალის გამოყენების სისწორის, სიზუსტის, სანდოობის ან სხვა მახასიათებლების შესახებ.
ვებგვერდზე განთავსებული არცერთი კონტენტი არ წარმოადგენს და არ უნდა ჩაითვალოს საინვესტიციო, იურიდიულ, საბუღალტრო, საგადასახადო ან სხვა პროფესიულ რჩევად. კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებამდე რეკომენდებულია მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ კონსულტანტს, რომელიც გაეცნობა თქვენს ინდივიდუალურ გარემოებებს და მოგაწვდით შესაბამის რეკომენდაციებს.
ზიანის ანაზღაურება (Indemnification)
თქვენ ეთანხმებით, რომ აანაზღაურებთ, დაიცავთ და გაათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან -ს, მის წინამორბედებს, სამართალმემკვიდრეებს, მშობელ კომპანიებს, შვილობილ და აფილირებულ კომპანიებს, ასევე წარსულ და მოქმედ დირექტორებს, ხელმძღვანელებს, აქციონერებს, ინვესტორებს, თანამშრომლებს, აგენტებს, ინფორმაციის მომწოდებლებს, იურისტებს, წარმომადგენლებსა და ლიცენზიარებს ნებისმიერი და ყველა პრეტენზიის, ზარალის, ზიანის, ვალდებულების, გადაწყვეტილების, ჰონორარის, ხარჯისა და დანახარჯისგან (მათ შორის გონივრული იურიდიული ხარჯების ჩათვლით), რომელიც წარმოიშობა ან უკავშირდება თქვენ მიერ ამ შეთანხმების დარღვევას ან სერვისების გამოყენებას.
თქვენ ვალდებულებას იღებთ, მაქსიმალურად ითანამშრომლოთ Aspecture Global_თან ნებისმიერი მსგავსი პრეტენზიის დაცვის პროცესში. კომპანია იტოვებს უფლებას, საკუთარი ხარჯით, თავად იკისროს ნებისმიერი ისეთი საკითხის ექსკლუზიური დაცვა და კონტროლი, რომელიც სხვაგვარად ექვემდებარებოდა თქვენს მიერ ანაზღაურებას.